1) 2014 წლის 1 აგვისტოდან ვიწყებთ ხელოვნური მარმარილოს ზედაპრის წარმოებას. ეს იქნება სიახლე ჩვენი რეგიონისთვის. თქვენი სურვილისამებრ შევძლებთ, თქვენთან ერთად შევარჩიოთ და საერთო დიზაინს შევუხამოთ ფერი, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას დამკვეთისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ სამზარეულოს ზედაპირისთვის ერთ და ორ სექციან ღრმა ნიჟარებს, რომლებიც იქნება კომბინირებული სამზარეულოს ზედაპირთან და არა გამოყოფილად. დარწმუნებულები ვართ, რომ გექნებათ შეკითხვები, რაც ბუნებრივა. ამისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ან დარეკოთ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს #14; Tel.: 579-99-01-01. "მარგი დიზაინის" მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სიახლეების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე, გამომდინარე აქედან, ხელოვნური მარმარილოს წარმოება ზუგდიდში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც გრძელვადიანი პროექტით არის გაწერილი. აქვე გაცნობებთ, რომ წარმოების (ხელოვნური მარმარილოს წარმოება) გახსნის დღიდან პირველი 5 შემკვეთი ისარგებლებს 40%–იანი ფასდაკლებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით და არ დაკარგოთ შანსი, თვითღირებულების ფასად შეიძინოთ ხელოვნური მარმარილოსგან დამზადებული ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ზედაპირი, ნჟარები, ფანჯრის თაროები, ავეჯისთვის სხვადასხვა სახის ფასადი და მრავალი სხვა, რომელიც თქვენ სურვილს და მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. საუკეთესო სურვილებით, "მარგი დიზაინი"

Contact

Contact-image
Address:
ზუგდიდი 2100 საქართველო

Phone: 579 99 01 01

http://mgcom.ge

Contact Form

Send an email. All fields with an * are required.