1) 2014 წლის 1 აგვისტოდან ვიწყებთ ხელოვნური მარმარილოს ზედაპრის წარმოებას. ეს იქნება სიახლე ჩვენი რეგიონისთვის. თქვენი სურვილისამებრ შევძლებთ, თქვენთან ერთად შევარჩიოთ და საერთო დიზაინს შევუხამოთ ფერი, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას დამკვეთისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ სამზარეულოს ზედაპირისთვის ერთ და ორ სექციან ღრმა ნიჟარებს, რომლებიც იქნება კომბინირებული სამზარეულოს ზედაპირთან და არა გამოყოფილად. დარწმუნებულები ვართ, რომ გექნებათ შეკითხვები, რაც ბუნებრივა. ამისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ან დარეკოთ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს #14; Tel.: 579-99-01-01. "მარგი დიზაინის" მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სიახლეების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე, გამომდინარე აქედან, ხელოვნური მარმარილოს წარმოება ზუგდიდში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც გრძელვადიანი პროექტით არის გაწერილი. აქვე გაცნობებთ, რომ წარმოების (ხელოვნური მარმარილოს წარმოება) გახსნის დღიდან პირველი 5 შემკვეთი ისარგებლებს 40%–იანი ფასდაკლებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით და არ დაკარგოთ შანსი, თვითღირებულების ფასად შეიძინოთ ხელოვნური მარმარილოსგან დამზადებული ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ზედაპირი, ნჟარები, ფანჯრის თაროები, ავეჯისთვის სხვადასხვა სახის ფასადი და მრავალი სხვა, რომელიც თქვენ სურვილს და მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. საუკეთესო სურვილებით, "მარგი დიზაინი"

 ბისტრო ვიტო 

  სწრაფი კვების კაფე "ბისტრო ვიტო" დაარსდა 2009 წელს. მდებარეობს ქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუნარგიას № 13-ში.

  კაფე "ბისტრო ვიტო"-ს არსებობა ზუგდიდში განპირობებულია, ევროპაში ამ სფეროში მუშაობით მიღებული უდიდესი გამოცდილების საფუძველზე. ეს არის ის ძირითადი საფუძველი, რომელიც მყარად არის აგებული "ბისტრო ვიტო"-ს სამოქმედო პრინციპები და ეს არის სწორედ ის უზარმაზარი უპირატესობა, რითაც გამოირჩევა მისი საკვები თუ გარემო, სხვა ანალოგიური კვების ობიექტებისგან.

  ეს არის ევროპული ყაიდის სწრაფი კვება, რომლის ბევრ კერძსაც ანალოგი არა აქვს არათუ ზუგდიდში, არამედ საქართველოში.

  უგემრიელესი ევროპული კერძები, სწრაფი მომსახურება და სისუფთავე, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათის წამყვანი გზავნილი.

  "ბისტრო ვიტო"-ს მომხმარებელია პატარები 2 წლიდან და ზევით, თინეიჯერები, ახალგაზრდები თუ ხანში შესულები.

ზუგდიდლების თუ ჩვენი ქალაქის სტუმრების დიდი ნაწილი, ვინც ირჩევს ხარისხიან კვებას და გაურბის იაფფასიან უხარისხო პროდუქტს, რომელითაც სამწუხაროდ გაჯერებულია ზუგდიდის ქუჩები.

   ისე როგორც "მარგი ჯგუფის " შვილობილი კომპანია, არჩევანს აკეთებს ისევ და ისევ ხარისხზე, რითაც უზრუნველყოფს წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში

   2013 წლიდან კაფე თავის მომხმარებელს ემსახურება შინ მიტანითაც, რითაც მეტ კომფორტს უქმნის მათ. ნებისმიერ შეკვეთას 20 წუთში თქვენს მაგიდასთან მოგართმევენ ჩვენი კურიერები.   

    ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვაფართოვოთ ის ნიშა, რომელიც მას უკავია და რომელიც ემსახურება ზუგდიდის კვებითი სისტემის დახვეწას.