1) 2014 წლის 1 აგვისტოდან ვიწყებთ ხელოვნური მარმარილოს ზედაპრის წარმოებას. ეს იქნება სიახლე ჩვენი რეგიონისთვის. თქვენი სურვილისამებრ შევძლებთ, თქვენთან ერთად შევარჩიოთ და საერთო დიზაინს შევუხამოთ ფერი, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას დამკვეთისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ სამზარეულოს ზედაპირისთვის ერთ და ორ სექციან ღრმა ნიჟარებს, რომლებიც იქნება კომბინირებული სამზარეულოს ზედაპირთან და არა გამოყოფილად. დარწმუნებულები ვართ, რომ გექნებათ შეკითხვები, რაც ბუნებრივა. ამისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ან დარეკოთ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს #14; Tel.: 579-99-01-01. "მარგი დიზაინის" მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სიახლეების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე, გამომდინარე აქედან, ხელოვნური მარმარილოს წარმოება ზუგდიდში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც გრძელვადიანი პროექტით არის გაწერილი. აქვე გაცნობებთ, რომ წარმოების (ხელოვნური მარმარილოს წარმოება) გახსნის დღიდან პირველი 5 შემკვეთი ისარგებლებს 40%–იანი ფასდაკლებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით და არ დაკარგოთ შანსი, თვითღირებულების ფასად შეიძინოთ ხელოვნური მარმარილოსგან დამზადებული ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ზედაპირი, ნჟარები, ფანჯრის თაროები, ავეჯისთვის სხვადასხვა სახის ფასადი და მრავალი სხვა, რომელიც თქვენ სურვილს და მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. საუკეთესო სურვილებით, "მარგი დიზაინი"

"გი ენდ მარი"

 

    თხევადი გაზის კომპანია "გი ენდ მარი" დაფუძნდა 2006 წელს. ამ დროისთვის არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, კომპანიამ სწორი სტრატეგია აირჩია და არჩევანი გააკეთა ხარისხზე და მომსახურეობის მაღალ  სტანდარტებზე. შედეგმაც არ დააყოვნა და დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ჩვენი კომპანია გახდა ლიდერი რეგიონში.

    გავზარდეთ გაზის სასაცავო ბაზა და 2008 წლიდან კომპანია საცალო გაყიდვებთან ერთად ახორციელებს თხევადი გაზის საბითუმოდ რეალიზაციას.  

    2013 წლის მონაცემებით შ.პ.ს"გი ენდ მარი" თხევადი აირით ამარაგებს 32 მცირე თუ დიდ საწარმოს. ჩვენი ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობს 700-ზე მეტი აბონენტი ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მასშტაბით, გვაქვს საცალო სარეალიზაციო წერტილი შ. ხუბულავას 17-ში, სადაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასს 1კგ - გაზზე არა მარტო ზუგდიდში , არამედ რეგიონში.

    2012 წლეს განვაახლეთ ავტოპარკი, რაც საშუალებას გვაძლევს მეტად კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებელს.

    2013 წლიდან აქტიურად ჩავერთეთ და სისტემატიურად ვღებულობთ მონაწილეობას ელექტრონულ ტენდერებში, ვართ რამოდენიმე პროექტის გამარჯვებული.

    ვფიქრობთ ჩვენი თავდაუზოგავი შრომა ამ სფეროში მრავალი სიახლის დასანერგად, ჩვენი მომხმარებლის კომფორტულ მომსახურეობაში და მათ კმაყოფილებაში  ჰპოვებს ასახვას.

    "ადგილზე მიტანით" სერვისის მსურველებმა დაგვიკავშირდით შემდეგ

ნომერზე 555 65 55 45  ან  571 65 55 45 . ( 24 საათის განმავლობაში).

და თქვენ  უსწრაფესად მიიღებთ შეკვეთილი წონის გაზსს ყველაზე დაბალ ფასად. საბითუმოდ და საცალოდ მომხმარებელმა კი უნდა მოგვმართონ სათაო ოფისში, ბაზის ტერიტორიაზე ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ

ნომერზე  ( 0415) 22 80 80  ან  571 65 55 45 (24 საათის განმავლობაში). 

    რა გამოარჩევს "გი ენდ მარის" სხვა კონკურენტი ფირმებისგან ?   თამამად ვიტყვით, რომ ეს არის პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება და საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა.

   ჩვენს მომხმარებელს მადლობას ვუხდით ჩვენთან თანამშრომლობისთვის, ასევე დიდი სიხარულით ველოდებით და მოვემსახურებით ყველა ახალ მომხმარებელს, რომელიც დაინტერესდება ჩვენთან თანამშრომლობით. 

   ჩვენთვის ხარისხი უპირატესია. პატივისცემით შ.პ.ს "გი ენდ მარი"-ს ადმინისტრაცია 

 

 

   P.S "ჩვენთვის ხარისხი უპირატესია"