1) 2014 წლის 1 აგვისტოდან ვიწყებთ ხელოვნური მარმარილოს ზედაპრის წარმოებას. ეს იქნება სიახლე ჩვენი რეგიონისთვის. თქვენი სურვილისამებრ შევძლებთ, თქვენთან ერთად შევარჩიოთ და საერთო დიზაინს შევუხამოთ ფერი, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას დამკვეთისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ სამზარეულოს ზედაპირისთვის ერთ და ორ სექციან ღრმა ნიჟარებს, რომლებიც იქნება კომბინირებული სამზარეულოს ზედაპირთან და არა გამოყოფილად. დარწმუნებულები ვართ, რომ გექნებათ შეკითხვები, რაც ბუნებრივა. ამისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ან დარეკოთ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს #14; Tel.: 579-99-01-01. "მარგი დიზაინის" მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სიახლეების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე, გამომდინარე აქედან, ხელოვნური მარმარილოს წარმოება ზუგდიდში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც გრძელვადიანი პროექტით არის გაწერილი. აქვე გაცნობებთ, რომ წარმოების (ხელოვნური მარმარილოს წარმოება) გახსნის დღიდან პირველი 5 შემკვეთი ისარგებლებს 40%–იანი ფასდაკლებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით და არ დაკარგოთ შანსი, თვითღირებულების ფასად შეიძინოთ ხელოვნური მარმარილოსგან დამზადებული ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ზედაპირი, ნჟარები, ფანჯრის თაროები, ავეჯისთვის სხვადასხვა სახის ფასადი და მრავალი სხვა, რომელიც თქვენ სურვილს და მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. საუკეთესო სურვილებით, "მარგი დიზაინი"

კომპანიის შესახებ

  კომპანია "მარგი დიზაინი"  შეიქმნა 2009 წელს. მისი საქმიანიბის სფერო მოიცავს საოფისე და საოჯახო ავეჯის წაროებას და აგრეთვე ყველა სახის ინტერიერისა და ექსტერიერის სარეკლამო მომსახურეობას.

  ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს:  

  • აზომვით სამუშაოებს
  • დიზაინერის უფასო კონსულტაციას      

  ხოლო შეკვეთის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფთ მის ხარისხიან შესრულებას ტრანსპორტირებას და მონტაჟს.

  კონკურენტ კომპანიებისგან განსხვავებით ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს არჩევნის ფართო სფეროს. ვასრულებთ დამკვეთის მოთხოვნით  სამღებრო სამუშაოებს ავეჟზე, მისი  ყველა ფანტაზიის დაკმაყოფილებით.

  ვართ ერთადერთი კომპანია რეგიონში , რომელიც ამზადებს ოვალური ფორმის დეტალებს, რომლებიც გამოარჩევს  :მარგი დიზაინის: მიერ შექმნილ ავეჯს ორიგინალურობით, ყველა სხვა კონკურენტი ფირმებისგან.

  ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს არასწორი კედლები და კუთხეები, სხვადასხვა სახის მილი თუ სვეტი. ყველა ამ წინააღმდეგობის მიუხედავად რომელსაც პრაქტიკულად ყველგან ვაწყდებით კომპანია "მარგი დიზაინი" გთავაზობთ ნებისმიერი კონფიგურაციის ავეჯს, ნებისმიერი არასტანდარტული ზომებით, თქვენი სურვილების მაქსიმალური გთვალისწინებით.